"ჩემი 26 მაისის რუტინიდან, წელს ბევრს ვერ ვახერხებ ლოგინზე მიჯაჭვული" - კვირის პალიტრა

"ჩემი 26 მაისის რუტინიდან, წელს ბევრს ვერ ვახერხებ ლოგინზე მიჯაჭვული"

"სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ჩემი 26 მაისის რუტინიდან წელს ბევრს ვერ ვახერხებ ლოგინზე მიჯაჭვული, მაგრამ დილა კი ტრადიციულად გენერალ კვინიტაძის ერთადერეთი ინტერვიუთი დავიწყე. თქვენც გირჩევთ უსმინოთ.

ღმერთო, მიეცი ჩვენს ქვეყანას ბედი და ბედნიერება,

ღმერთო, მიეცი ქართველებს სწავლა და მეცნიერება,

ღმერთო, ჩაუდე მათ გულში ძმობა და სიყვარულია-

თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვნით თქვენს საქციელს!!! - გენერალი კვინიტაძე", - ამის შესახებ თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.