იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი აირჩიეს - კვირის პალიტრა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.

ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევის აუცილეობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ.