რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა - კვირის პალიტრა

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

რესპუბლიკის მოედანზე ,,ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა. ისინი რესპუბლიკის მოედნიდან რიონის ხეობამდე ავტოკოლონით მიემართებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი ბრძოლა დღეს ნამახვანში გაგრძელდება. მისივე თქმით, დედაქალაქს ტოვებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ დაბრუნდებიან.

,,მინდა გთხოვოთ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად რიონის ხეობაში და დადგეთ ჩვენს გვერდით. ეტაპობრივად ყველას გელოდებით რიონის ხეობაში, თქვენი მხარდაჭერა არის ფასდაუდებელი ამ შრომაში, ერთობით გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

"ინტერპრესნიუსი"