როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები ღონისძიებიდან - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები ღონისძიებიდან

მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 26 მაისი ქვეყნის ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა.

"ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პოლონეთის პრეზიდენტო, ბატონო უკრაინის თავდაცვის მინისტრო, პარლამენტისა და მთავრობის წევრებო, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.