"ხელისუფლებას შეუძლია რიონის ხეობის დამცველებს კუნთებით აჯობოს, მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს, რომ თუ ხალხს გაამწარებ, მათგან კიდევ უფრო არარაციონალური ქმედებებია მოსალოდნელი" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას შეუძლია რიონის ხეობის დამცველებს კუნთებით აჯობოს, მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს, რომ თუ ხალხს გაამწარებ, მათგან კიდევ უფრო არარაციონალური ქმედებებია მოსალოდნელი"

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას თბილისში ამ თემაზე არც სერიოზული მსჯელობა მოჰყოლია მთავრობის დონეზე და არც სერიოზული მხარდაჭერა ჰქონია. აქციის მონაწილე რიონის ხეობის დამცველები ხეობაში გაემგზავრნენ მშენებლობის შესაჩერებლად.

ფაქტია, რომ რიონის ხეობის დამცველების აქციას, მიუხედავად იმისა, რომ მას შედეგი არ ჰქონია, საკმაოდ ბევრი განზომილება აღმოჩნდა. მომხდარის სხვადასხვა ასპექტებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ სწორი იქნება, თუ ჩვენ საუბარს, მომხდარის პოლიტიკური შემადგენელზე მსჯელობით დავიწყებთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარის პოლიტიკურ განზომილებას?

- გეთანხმებით, რომ ამ აქციას ბევრი განზომილება ჰქონდა. ერთი განზომილებას გახლავთ ის, რომ ამ ტიპის აქციები აჩვენებს თუ რამდენად დიდი უფსკრულია გაჩენილი პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის. ხალხი დღის წესრიგი და პოლიტიკოსების დღის წესრიგი ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილია. მათ შორის ნდობა არ არსებობს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მათ შორის ხიდი ჩატეხილია.

აქციის მონაწილეები შეეცადნენ თავისი ტკივილი მიეტანათ ხელისუფლებამდე, თბილისის მაცხოვრებლებამდე. ცივილიზებულ ქვეყნებში ამას პოლიტიკური ოპოზიცია აკეთებს. ხალხის პროტესის ტრანსლირებას პოლიტიკური ოპოზიცია ახდენს და დღის წესრიგის აქტუალიზებით ახერხებს პოლიტიკური კაპიტალის შეძენას.

ხალხს ხელისუფლებისადმი დაკარგული აქვს ნდობა და მის მიმართ პრეტენზიები აქვს, მაგრამ იგივე ხალხი ასევე უნდობლად უყურებს ოპოზიციას. რიონის ხეობის დამცველთა თბილისში გამართული აქცია იყო მცდელობა ხალხს განეხორციელებინა პირდაპირი დემოკრატია. ხელისუფლება მათთან დიალოგისთვის აეძულებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბევრი შეეცადა ამ აქციის მონაწილეები ექსტრემისტებად მოენათლად, ანაც პრორუსებად, მაგრამ რეალურად ეს ხალხი ითხოვდა მათთან დიალოგს. შესაძლოა, ისინი ბევრ რამეში ცდებიან, მაგრამ ხელისუფლებამ მათთან დიალოგზე უარი ღია თქვა.

- ხელისუფლებამ დიალოგი კი შესთავაზა, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს დაგვიანებული შეთავაზება იყო...

- ეს შეთავაზება აშკარად ცალყბა შეთავაზება იყო. ანუ ისეთი, როგორიც ხელისუფლებას არა ერთხელ გაუკეთებია. ხელისუფლებამ ქუთაისში და ცაგერში დაგეგმილ შეხვედრასაც დაარქვა დიალოგი, მაგრამ ვნახეთ, რომ ამ შეხვედრიდან მინისტრები 10 წუთში წამოვიდნენ.

ხელისუფლებას ამ ხალხთან რეალური დიალოგი კი არ უნდა, არამედ ფორმალური, ფასადური კოსტრუქციულობის ჩვენება. ხელისუფლებას ხალხთან რეალური დიალოგის სურვილი არც ჰქონია. ეს მის ქმედებებში ჩანს.

- აქციის ორგანიზატორების მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაისვა. ერთ-ერთი ხელისუფლებამ დასვა ასეთი ფორმულირებით - საიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს ფული?

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რას ნიშნავდა საკითხის ასე დასმა?

- არჩევნებისას ხელისუფლების დაფინანსების წყაროებზე კითხვები საკმაოდ ბევრია. როგორ ხდება ხოლმე რომ არჩევნების წინ მთელი ბიზნესსექტორი მმართველი გუნდის დასაფინანსებლად რიგში დგება და მათ სალაროში რიცხავს ფულს?

მმართველი გუნდის ფინანსებზე ჩვენც გვაქვს კითხვები. სხვათა შორის სხვა პარტიების მიმართაც.

აქციის ორგანიზატორების მიმართ ამ ტიპის კითხვების დასმაც ლეგიტიმურია და მათაც უნდა გასცენ ამგვარ კითხვებზე პასუხი. რიონის ხეობის დამცველთა თბილისში გამართულ აქციაში მთავარი პოლიტიკური ის კი არ იყო, გოლეთიანს საიდან აქვს ფული, არამედ ის საკითხები, რომელსაც მან აქციის მონაწილეების სახელით გაახმოვანა.

- რამდენადაც მახსოვს, რიყეზე გაჩეჩილაძის აქციაზე ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არ დაუსვამს კითხვები მას საიდან აქვს ფული...

- ხეობის დამცველების აქციით ე.წ. პოლიტიკური ბომონდის ტუსოვკამ მათში უცხო სხეული დაინახა. ყველა შეიკრა რომ ეს ე.წ. "უცხო სხეული" პოლიტიკურ მოედანზე არ შემოეშვა. ყველამ ჩათვალა, რომ ისინი იმ მოედანზე შემოვიდნენ, სადაც პოლიტიკური ელიტა და ე.წ, ბომონდი თავს მონოპოლისტებად აღიქვამს.

აქციის მონაწილეები რომ ხეობაში დაბრუნებულიყვნენ ხელისუფლებას არც არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ მათი სრული იგნორირება მოახდინა. აქციის ლიდერზე, ერთ ახალგაზრდა კაცზე და შეტევა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა განახორციელეს და ამით ხელისუფლების საქმეც გააკეთეს.

მე არ ვსაუბრობ იმაზე, გოლეთიანი მართალია თუ არა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მის წინააღმდეგ და მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა მასირებული შეტევა. ხან იძახეს რუსეთის პროექტიაო, ხან ვასაძის პროექტიაო, ოპოზიცია დარწმუნებით ამტკიცებდა გოლეთიანი ბიძინას პროექტია, რომ დანარჩენი ოპოზიციის ჩანაცვლება უნდაო.

კიდევ კარგი გაძლება ჰქონია ამ ახალგაზრდა კაცს, რომ ამდენ შეურაცხყოფასა და უსამართლობას გაუძლო.

- ახლა ყველა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თბილისი მათ აქციას არ შეუერთდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ეს ხალხი ხეობაში დაბრუნდა. წასვლამდე მათ თქვეს - ადგილზე თავად შევეცდებით შევაჩეროთ მშენებლობაო.

მაგრამ ამის შემდეგ რა სურათი მივიღეთ?  გააგრძელეთ კითხვა