"ნა­ცე­ბი" გვაბ­რა­ლე­ბენ, რომ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი გვა­ფი­ნან­სებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გვაბ­რა­ლებს, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი გვა­ფი­ნან­სებს" - კვირის პალიტრა

"ნა­ცე­ბი" გვაბ­რა­ლე­ბენ, რომ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი გვა­ფი­ნან­სებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გვაბ­რა­ლებს, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი გვა­ფი­ნან­სებს"

"ნაცები" გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს, "ქართული ოცნება" გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს - ეს ყველაფერი რეალურად, არის სასაცილო ტყუილი",- ასე ეხმიანება უმრავლესობიდან გასული დეპუტატი, გახარიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკური ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას პარტიას კეზერაშვილი აფინანსებს.

მისივე თქმით, ფინანსები იქნება ღია, როცა პარტია დაფუძნდება.

"ამას კანონმდებლობა ითხოვს ჩვენგან, რომ ფინანსები იყოს ღია და ყველა შეძლებს ამის ნახვას. კეზერაშვილზე გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ სასაცილოა,"- განაცხადა ბუჩუკურმა.