ნელი დოროყაშვილის ადვოკატი:"ბავშვის ფსიქოლოგის ჩვენებამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა, კიდევ უფრო გაამყარა" - კვირის პალიტრა

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი:"ბავშვის ფსიქოლოგის ჩვენებამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა, კიდევ უფრო გაამყარა"

ჩოგბურთლ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ადვოკატის, ანა თავხელიძის განცხადებით, ბავშვის ფსიქოლოგის მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის ბრალდების საფუძვლიანობა.

მისივე თქმით, ნელი დოროყაშვილმა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩვენთვის დაზარალებულების ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ იყო ეს გასაოცარი დაცვის მხარისთვის, რადგან ფსიქოლოგებმა ისაუბრეს ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რაც მათ გამოძიების ეტაპზე ექსპერტიზის და ცნობის სახით გასცეს. ბავშვის ფსიქოლოგის ნაწილში შეგნებულად ვერ ვისაუბრებ იცით, რომ სხდომა დახურული იყო და რა თქმა უნდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესია, რომ მასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია საჯარო არ გახდეს.

ერთადერთი შემიძლია ვთქვა,რომ ბავშვის ფსიქოლოგის მიერ მიცემული ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც მან გამოძიებაში რეკომენდაციის, ცნობის სახით გასცა და ამავდროულად ბრალდების საფუძვლიანობა, რაც წარდგენილი აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილს კიდევ უფრო გაამყარა. რაც შეეხება, მეორე ფსიქოლოგს, რომელმაც შეაფასა ნელი დოროყაშვილსს ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მან დაადასტურა ის, რაც ექსპერტიზის დასკვნაში უწერია - ნელი დოროყაშვილი სისტემატიური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხიდან იყო განხორციელებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც არის მთავარი მტკიცებულება", - განაცხადა თავხელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"