"ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს"

ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს , - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა გუმათში განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. „ორი ადამიანი დააკავეს. დაკავება მოხდა ზოგადად მიწოლის პროცესში. ბოლო პერიოდი მე ვაკეთებ მოწოდებას, რომ დავიხიოთ უკან, რადგან ქალები იყვენ აქ და შესაძლებელია ვინმეს საფრთხე შექმნოდა. ჩვენ არ ვცდილობთ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილები ვიდგებით და არ გავაკეთებთ არაფერს. იმისთვის , რომ ერთხელ და სამუდამოდ შევძლოთ გადასვლა ამ ბარიკადის მეორე მხარეს, ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიან ფორმაში“ , - განაცხადა გოლეთიანმა.

"ინტერპრესნიუსი"