ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძემ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით საჯაროდ 4 მაისს აიცრა.