"დისკუსია - უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი!" - კვირის პალიტრა

"დისკუსია - უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი!"

"დისკუსია - უნდა აშენდეს თუ არა, უნდა შევწყვიტოთ, პასუხია კი!" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ჰესი უნდა აშენდეს მაღალი ევროპული სტანდარდით, ადგილობირივი მოსახლეობის ჩართულობით და "ბარიკადების აღმართვით ვერაფერს ააშენებ".

"უნდა ავაშენოთ, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ევროპული სტანდარტით, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ყველა კითხვაზე პროფესიონალების კვალიფიციური პასუხის და დასკვნის შემდეგ, სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით, ინვესტორთან სამართლიანი ხელშეკრულების და რისკების გადანაწილების პირობებში. ძალით და ბარიკადების აღმართვით ვერაფერს ააშენებ, და თუ მაინც ააშენებ, ის ვერ მოემსახურება ადამიანს, გარემოს, მომავალს, მის კეთილდღეობას და ვერც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.