"შეურაცხყოფას იღებს ხალხისგან, რომელიც გამონაბოლქვით გაჟღენთილი ვაკის ჰავასაა მიჩვეული, კარგი განათლება მიიღო და კარგად ცხოვრობს" - კვირის პალიტრა

"შეურაცხყოფას იღებს ხალხისგან, რომელიც გამონაბოლქვით გაჟღენთილი ვაკის ჰავასაა მიჩვეული, კარგი განათლება მიიღო და კარგად ცხოვრობს"

"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობის მომხრეთა პრაქტიკულად ყველა არგუმენტს ვიზიარებ", - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ვარლამ გოლეთიანს და მის თანამებრძოლებს:

"ამასთანავე, მიმაჩნია რომ მთავარი ფასეულობა ამ ქვეყანაში ადამიანია. ის "შუქიც" მისთვის გვჭირდება.

და თუ ამ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ შუქი მისი საარსებო გარემოს ხარჯზე გვექნება, სვამს კითხვებს და პასუხად ტალახის სროლას, ცილისწამებას, შეურაცხყოფას იღებს ხალხისგან, რომელსაც ერთი დღეც არ უსუნთქია რიონის ხეობის ჰაერით, გამონაბოლქვით გაჟღენთილი ვაკის ჰავას არის მიჩვეული, კარგი განათლება მიიღო, კარგად ცხოვრობს, აბსოლუტურ ღირებულებად შუქი და შესაბამისი კომფორტი მიაჩნია. არ აინტერესებს ამ ხალხის განცდა, თუნდაც მცდარი და უარგუმენტო - გიცხადებთ, რომ მე მათ მხარეს ვარ და ვიქნები.

სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს, მაკა სულაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად ჯერა, რომ უხეშად შეეხენ მათ საარსებო გარემოს, მათ წარსულს, აწმყოს და მომავალს", - წერს გია ხუხაშვილი.