გუმათში, "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი კი გადაიდო - კვირის პალიტრა

გუმათში, "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს, სასამართლო პროცესი კი გადაიდო

გუმათში,"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებული ყველა პირი კი გათავისუფლდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-ს იურისტმა ზაალ გორგოძემ განუცხადა, მომდევნო სასამართლო სხდომა 4 ივნისს ჩაინიშნა.

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა "რიონის ხეობის მცველების" 8 წარმომადგენელი დააკავა. რვავე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"