გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ითხოვენ, რომ ნამახვანისკენ გზის გაგრძელების საშუალება მიეცეთ - კვირის პალიტრა

გუმათში "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ითხოვენ, რომ ნამახვანისკენ გზის გაგრძელების საშუალება მიეცეთ

სოფელ გუმათში, სადაც ბარიაკდებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

მანამდე აქციების ერთ-ერთმა ორგანზიატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა სამართალდამცველებს, რომ აქციის მონაწილეებს ბარიკადს მიღმა გადასვლის და ნამახვანიკსენ გზის გაგრძელების საშუალება მისცეს.

„ვიქნებით ბარიკადებთან და იგივე ხმაურით გამოვხატავთ პროტესტს, მოვუწოდებთ პოლიციას, რომ მშვიდობიან ადამიანებს მოგვცენ საშუალება იმ გზაზე წავიდეთ, რომელზეც მთელი ცხოვრება დავდიოდით“, - განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

ამასთან, გოლეთიანმა აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ სთხოვენ პოლიციის წარმომადგენლებს, მათ გზის გაგრძელების საშუალება მისცენ, მაგრამ არ ძალით მიაწვებიან.

„რთულ და უპრეცენდენტო მდგომარეობაში აღმოვჩნდით თითოეული ჩვენთაგანი. რაც აქ ხდება დამეთანხმებით, რომ ხშირად არ არის ამ ქვეყანაში. არც ვისურვოთ,რომ ასეთი რამ განმეორდეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - რა დაპირისპირებაც ახლა არსებობს საზოგადოებაში ამ პროცესების ირგვლივ, გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა რიგი საკითხების გამო, ჩვენ უნდა ვეცადოთ ახლა, რომ დავალაგოთ ეს საკითხები და შევძლოთ, გაერთიანებული ძალებით ისე, როგორც ვახერხებდით აქამდე, ჩვენი ერთობით მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ვარლამმა.

მან მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდა.

"ინტერპრესნიუსი"