თეა წულუკიანი ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად - რა ფოტოებს ავრცელებს კულტურის სამინისტრო - კვირის პალიტრა

თეა წულუკიანი ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად - რა ფოტოებს ავრცელებს კულტურის სამინისტრო

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო და სვეტიცხოვლის ეზოში ნარგავები დარგო.

ფოტოები კულტურის სამინისტროს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. "თეა წულუკიანმა ოჯახთან ერთად მონაწილეობა მიიღო საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველოს" ორგანიზებით და იუნესკოს ნებართვით მიმდინარე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტში", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, თეა წულუკიანს და მის მეუღლეს, ნუგზარ კაკულიას ერთი ქალიშვილი, მერიკო ჰყავთ.