ვიეტნამში კორონავირუსის ახალი, ჰიბრიდული ვარიანტი აღმოაჩინეს
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ინდური და ბრიტანული ვარიანტების ნაზავს წარმოადგენს და ჰაერის გზით სწრაფად ვრცელდება, - ონლაინ გამოცემა VnExpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თან ლონგმა განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელების ახალ ტალღაზე პასუხისმგებელი კორონავირუსის ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია, განსაკუთრებით ჰაერის გზით.
ვიეტნამში კორონავირუსის გავრცელების ბოლო ტალღის დროს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, კოვიდ 19-ის 3 395 ლოკალური შემთხვევა დაფიქსირდა.
"ინტერპრესნიუსი"