გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მივიდა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მივიდა

"ექსპო ჯორჯიაში", სადაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე მივიდა.

ზაზა თავაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" დღეს ფუძნდება.