გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" პრეზენტაცია "ექსპო ჯორჯიას" შენობაში მიმდინარეობს.

როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური აღნიშნავს, პარტიის პრეზენტაციისას გიორგი გახარია პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ამასთან, პარტია მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, არჩევნებში.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას გიორგი გახარია საზოგადოებას გუნდის წევრებს წარუდგენს.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.