გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების ვინაობა ცნობილია
პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.
პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები.
პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება.
პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.
"ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ბევრი გეგმები დავსახოთ, ბევრი რეფორმა დავგეგმოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ასაშენებლია. არავინ და ვერავინ ამ საქმეს ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებს, ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საქართველოსთვის",- განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე: გიორგი გახარიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები დაასახელა
იხილეთ ვიდეო