"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები" - კვირის პალიტრა

"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები"

არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.

მისივე თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი. მე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია", - აღნიშნავს გახარია.

როგორც გახარია აცხადებს, პარტიის მიზანია არჩევნებზე ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს.

"ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის, მიზანი, რომ მოიპოვოს ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი",-აღნიშნავს გახარია და ასევე დასძენს, რომ "იქ, სადაც ღირსეული კანდიდატი იქნება, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ექნება მის პარტიულ წარმომავლობას, დავუჭერთ მხარს".

როგორც გახარია აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში სატელევიზიო მედიის ყველა წარმომადგენელს შეხვდება

"გპირდებით, უახლოეს პერიოდში, ორშაბათს, ან სამშაბათს მე შეხვედრა მექნება სატელევიზიო მედიის ყველა წარმომადგენელთან, სადაც ბევრად უკეთესი შესაძლებლობა იქნება", - აღნიშნავს გახარია.

"ინტერპრესნიუსი"