რას ამბობს გახარიას გუნდის წევრი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს - კვირის პალიტრა

რას ამბობს გახარიას გუნდის წევრი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც პარტიას დავით კეზერაშვილი აფინანსებს

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ინფორმაცია თითქოს პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს "ძალიან დიდი ტყუილია".

მისივე თქმით, პარტიის დაფინანსების და შემოსავლების წყაროები გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხან კეზერაშვილი აფინანსებს, ხან ჩხატიშვილიო. ხან ვისი პროექტი ვართ და ხან - ვისი, თუ საიდან ვფინანსდებით და რა იქნება ჩვენი შემოსავლის წყარო, ეს არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ნათელი, რასაც მალე გაიგებთ", - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"