"დღის წესრიგში ერთი საკითხი განიხილება - გახარიას პუტინი ჩაუდონ, თუ მიშა..." - როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერის ახალ პარტიას სოცქსელში? - კვირის პალიტრა

"დღის წესრიგში ერთი საკითხი განიხილება - გახარიას პუტინი ჩაუდონ, თუ მიშა..." - როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერის ახალ პარტიას სოცქსელში?

29 მაისს "ექსპო ჯორჯიას" შენობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" პრეზენტაცია გაიმართა.

ახლად დაფუძნებული პარტიის წევრებმა გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.

პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები.

პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება.

პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.

"ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ბევრი გეგმები დავსახოთ, ბევრი რეფორმა დავგეგმოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ასაშენებლია. არავინ და ვერავინ ამ საქმეს ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებს, ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საქართველოსთვის" ,- განაცხადა გახარიამ.

პოლიტიკური საბჭოს წევრების გარდა დღესვე გიორგი გახარიამ პარტიის წევრებიც წარადგინა.

"საქართველოსთვის" წევრები არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

ექსპრემიერის პარტიის პრეზენტაციას უკვე მოჰყავ გამოხმაურება სოციალურ ქსელში:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "ამაღამ რიგგარეშე ტროლიტსაბჭო გაიმართება...

დღის წესრიგში ერთი საკითხი განიხილება

გახარიას პუტინი ჩაუდონ, თუ მიშა..."

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ჯერ-ჯერობით არაფერი სიანტერესო.

მეტს ველოდი აშკარად"

ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი: "გიორგი გახარიას განმარტებამ ერთ ერთ მთავარ კითხვაზე: თუ რა გახდა მისი გადადგომის რეალური მიზეზი, აჩვენა, რომ ეს ნამდვილად არ ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრების მეთოდი, რომელიც ჩემი აზრით სრულიად კანონიერად განხორციელდა და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოს ხელისუფლება იგივეს გააკეთებდა კანონდამრღვევის რეგალიების და სტატუსის მიუხედავად.

აღმოჩნდა, რომ გახარიას რაღაც მომენტში გაუჩნდა ფუნდამენტალური წინააღმდეგობები "ქ/ოცნებასთან" და მის პოლიტიკასთან, და ამაზე მან ღიად ისაუბრა. შესაბამისად, გადადგომის რეალური მიზეზი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თუ ასეა, მაშინ ის უფრო ადრე უნდა წასულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ფუნდამენტალური სხვაობა ხედვებში ერთ ღამეში არ ყალიბდება. სხვათა შორის, იგივე მოუვიდა ექს-პრემიერ კვირიკაშვილსაც, რომელმაც "მოულოდნელად" აღმოაჩინა რომ მის "მემარჯვენე" პოლიტიკას პარტია არ იზიარებდა" გიგი უგულავა, პოლიტიკოსი:

"დემოკრატიული წესრიგი - გახარია

სუვერენული დემოკრატია-სურკოვი

ეს გახარია ნოღაიდელია. ყველაფრით მას ჰგავს

აბა კორუფცია მხოლოდ ჯიგრულ პონტშიო"

გიორგი ფოფხაძე, ჟურნალისტი:

"ძვირფასებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქვეყანაში (თუ რა თქმა უნდა ვამბობთ რომ, დემოკრატიული ქვეყანა ვართ). პოლიტიკაში მოსვლა გიორგი გახარიასაც შეუძლია, ლევან ვასაძესაც, პეტრესაც პავლესაც ივანესაც და ნებისმიერსაც ასეთია დემოკრატიის კანონებები და საერთოდაც, ვინ რას წარმოადგენს და რა მხარდაჭერა აქვს საარჩევნო ყუთთან წყდება ხოლმე...

ისე სხვათაშორის, თუ პოლიტიკაშია მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე, სამადაშვილი, ახვლედიანი და მსგავსი მათნი მფრინავ თოხქლიბები.. რატომ არა აქვთ უფლება სხვებს? ..

სულ ეს მინდოდა მეთქვა..."