"გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია" - კვირის პალიტრა

"გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია"

გახარიას ამბავი გასაგებია, ეს არის ივანიშვილის სამეფო კარზე კონკურენციის ერთ-ერთი ნაწილი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება შეაფასა.

მისი თქმით, "გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა".

"საბოლოოდ, თუ ამას ხატოვნად ვიტყვით, გახარია ივანიშვილის გაწყობილ სუფრაზე მივიდა, სადაც ყველა ადგილი დაკავებულია. ახლა უნდა ჩააჩოჩოს ზოგი მარცხნივ, ზოგი მარჯვნივ და აი, ამის ირგვლივ იქნება ბრძოლა. თუ თეორიულად ივანიშვილის კოალიციას წარმოვიდგენთ, ეს არის მედლის მეორე მხარე. ძალიან მარტივი შეკითხვა უნდა დაუსვათ გახარიას, ხომ რომ ხელისუფლების ფორმირების საკითხი დგებოდეს და მისი 5 თუ 3 პროცენტი გადამწყვეტი იყოს, ვისთან ერთად შექმნის კოალიციას, ოპოზიციასთან თუ ივანიშვილთან ერთად? მგონია, რომ პასუხი ძალიან მარტივი და გასაგებია",- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოსთვის" დააფუძნა.

"ინტერპრესნიუსი"