"ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმიაო - ეს არის "ქართული ოცნება 2" - კვირის პალიტრა

"ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმიაო - ეს არის "ქართული ოცნება 2"

"ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი არის - ეს არის "ქართული ოცნება 2", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება და მისი პარტიის პრეზენტაცია შეაფასა.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის პოლიტიკურ მომავლას ამომრჩეველი განსაზღვრას.

"რაც შეეხება ჩემ შეფასებას, ეს არის "ქართული ოცნება 2" . ცოტა ცინიკურია, როცა პარტიის, რომლის პრემიერიც, ეკონომიკის მინისტრიც, ომბუდსმენიც, შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ და ასევე ორი-სამი თვის წინათაც, პირველი ნომერი იყავი და დღეს აკრიტიკებ, რომ თურმე ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმია. ვფიქრობ, რომ იგი არის ამ სისტემის ნაწილი და ასევე პასუხისმგებელი იმ დანაშაულებრივ კორუფციულ გარიგებებზე და ბევრი პრობლემის შექმნაზე, რომელიც ამ ქვეყანას შეექმნა. ამიტომ ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შევიდეს. თუ ეს სისტემა არ გავისტუმრეთ, რომელმაც ეს ქვეყანა გააჩერა და პრაქტიკულად მიიყვანა უკიდურეს მდგომარეობამდე, ამ ქვეყანას სერიოზული მომავალი არ ექნება", - განაცხადა ხაზარაძემ.