"როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა... ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში..." - ეკა ბესელიას ემოციური მილოცვა იუბილარ შვილს - კვირის პალიტრა

"როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა... ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში..." - ეკა ბესელიას ემოციური მილოცვა იუბილარ შვილს

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე - ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე შვილს დაბადების დღეს ულოცავს და პოსტს აქვეყნებს:

"19 წლისამ დავინახე როგორი იყო რატი. იქამდე კი დაბადების მოლოდინში ყოველ დღე ვწერდი წერილებს... ვუყვებოდი რას ვფიქრობდი და როგორი იყო მისი მოლოდინის ემოცია და ეს იყო არაჩვეულებრივი.

როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ეს ნაგროვები სიყვარული...

ხელი ჩავკიდე და ასე ერთად გავიზარდეთ ბევრ განსაცდელში... მერე აღარ მოვყვები იმდენი რამ იყო...

მთავარია, დღეს ამ სიყვარულში გაზრდილი შვილის დაბადების დღეა და მე ის ემოცია მაქვს ისევ, რაც მაშინ, როცა დიდი ლოდინის შემდეგ დავინახე...

ერთი რამ ზუსტად ვიცი: დედაშვილობა გაუზომავი და გადმოუცემელი სიყვარულია და არაფერს არ უტოლდება... გილოცავ, დე და დედის ლოცვას ყოვლისშემძლე ძალა აქვს!", - წერს ეკა ბესელია.