"ცოტა ხანში ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს..." - რა კომენტარს აკეთებს არჩილ არველაძე გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ყოფნის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ცოტა ხანში ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს..." - რა კომენტარს აკეთებს არჩილ არველაძე გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ყოფნის შემდეგ

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ყოფნის მიუხედავად, "ლელოსთან" მოკლე ინტერვიუში არჩილ არველაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაზე ამბობს "არას" და ფეხბურთში რჩება. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის თქმით, მალე გაირკვევა, რომელ კლუბში იმუშავებს შოთა არველაძესთან ერთად...

- გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე თქვენი გამოჩენა ყველამ გაიგო ისე, რომ პოლიტიკაში მიდიხართ...

- მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული და პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ.

- ანუ ფეხბურთში რჩებით?

- რა თქმა უნდა და იმედი მაქვს, ცოტა ხანში ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს.

- ახალ გუნდში გადასვლას გულისხმობთ?

- დიახ, ახალ გუნდში ვაპირებ მუშაობას...

- მაშინ რას უნდა მივაწეროთ გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაციაზე თქვენი გამოჩენა?

- როგორც შოთიმ თქვა, ყველა ადამიანივით ჩვენც რაღაც მოვლენები ინფორმაციულ დონეზე გვაინტერსებს. სადღაც მპატიჟებენ და მივალ, სადღაც - არ დამპატიჟებენ. მთავარია, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. მაგრამ ვთქვი და ეს ჩემი გადაწყვეტილებაა - პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ!

- მთავარს დავუბრუნდეთ: თქვენი სიტყვებიდან ჩანს, რომ მალე შოთა ახალ გუნდს ჩაიბარებს... გააგრძელეთ კითხვა