"პირველ ეტაპზე, ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის პროცესში მიმდინარეობს" - კარდიოლოგ ატკინსის დიეტური რევოლუცია - კვირის პალიტრა

"პირველ ეტაპზე, ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის პროცესში მიმდინარეობს" - კარდიოლოგ ატკინსის დიეტური რევოლუცია

ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი ავტორია ექიმი, კარდიოლოგი რობერტ ატკინსი, რომელმაც თავისი მეთოდი 1972 წელს გამოცემულ წიგნში "ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია" აღწერა.

"ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია"

მოგვიანებით გამოცემულ მეორე წიგნში "ექიმ ატკინსის ახალი დიეტური რევოლუცია", მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეავსო დიეტის ზოგიერთი ნიუანსი, თუმცა ძირითადი კონცეფცია უცვლელი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ატკინსმა თავი "რევოლუციონერად" და ახალი დიეტის აღმომჩენად გამოაცხადა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტები იქამდეც არსებობდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ ცხიმების და ნახშირწყლების

განცალკევების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ინგლისში გაჩნდა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მივიწყებული იყო, რათა შემდგომ 1950 წელს ახლა უკვე პენინგტონის დიეტაში კვლავ აღორძინებულიყო .

თავის დროზე ატკინსის დიეტას იცავდნენ ცნობილი ვარსკვლავები – ჯენიფერ ენისტონი, რენე ზელვეგერი, ბენ აფლეკი და სხვები. როგორც ამ დიეტის პროპაგანდისტები

შეკითხვა ექიმს ირწმუნებიან, სულ რაღაც 2 კვირაში 3-დან 7 კილომდე წონის მოკლება შეიძლება. ატკინსის დიეტის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარე, შიმშილის გრძნობის არ ქონაა, რადგან იზღუდება ნახშირწყლების რაოდენობა და არა საკვების.

დიეტის ძირითადი არსი რაციონში ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებაა. პირველ ეტაპზე (2 კვირა) დღეში მხოლოდ 20გრ. ნახშირწყლების მიღება ხდება (რაც 2 კოვზ შაქარს შეესაბამება). ცილების და ცხიმების რაოდენობა რაციონში არ იზღუდება. ამ პერიოდში იწყება ენერგიის წყაროდ ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმების გამოყენება. იმის გამო, ეს ფაქტი საჭმლის მომნელებელ პროცესში ცვლილებებს იწვევს, დიეტის პირველ დღეებში სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ჩნდება. მომავალ დღეებში, როგორც ატკინსი და მისი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან, იგრძობთ ემოციურ და ენერგეტიკულ აღმავლობას, მოგემატებათ აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი.

როგორ მოქმედებს დაბალნახშირწყლოვანი დიეტა?

პირველ რიგში, ნახშირწყლების შემცირება რაციონში მთელი რიგი დამოკიდებულებებისგან ათავისუფლებს ადამიანს. ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქალებს, გარკვეული პროდუქტების მიმართ სწრაფვა გააჩნიათ. უმეტესად ეს პროდუქტებია – ტკბილეული, ცომეული და სახამებლიანი (პური, კარტოფილი და სხვ.), ასევე კოფეინი და ალკოჰოლი. ყველაზე "საყვარელი" კი ცხიმების და ნახშირწყლების კომბინაციაა – ტორტი, ნამცხვრები, შემწვარი კარტოფილი, ჩიპსები და ა.შ.). მსგავსი საკვები კი ფიგურის პირველი მტერია.

მეორე - დიეტა ეხმარება სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას, რომელიც რაფინირებული ტკბილეულის მოყვარულებში მუდმივად მერყეობს. ორგანიზმის უნარი სწრაფად აითვისოს ნახშირწყლების დიდი დოზები, ინდივიდუალურია. ადამიანების უმეტესობას მაღალნახშირწყლოვანი კვების შედეგად ინსულინის რეზისტენტულობა უვითარდება, რაც დროთა განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მესამე - ცილოვანი კვება ზრდის კვებით თერმოგენეზს, ანუ ენერგიის დანახარჯებს საჭმლის ათვისებაზე. აქედან 30%-მდე კალორიები, რომელიც მიეწოდება ცილოვან საკვებთან ერთად, მათ მონელებაზე იხარჯება. დაბალკალორიული მწვანე პროდუქტები, რომელთა წილი დიეტაში დიდია და უჯრედისის კარგ წყაროს წარმოადგენს, წონის დაკლებას უწყობს ხელს.

ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება:

შესავალი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.

პირველი ეტაპის განმავლობაში იწყება ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანიზმი ეჩვევა ენერგიის წყაროდ არა ნახშირწყლების, არამედ ცხიმების გამოყენებას. ხდება ფსიქოლოგიური მიჩვევა კვების და ცხოვრების ახალ წესთან. ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე წონის კლება მაქსიმალურად სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნის, ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის ხარჯზე. გააგრძელეთ კითხვა