როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 3 ივნისამდე
საქართველოში 3 ივნისამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ივნისს დღის ბოლოდან 3 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.