ბოკერია გახარიაზე: "ეს არის კაცი, რომლის კარიერაც ააწყვეს კოვიდის გაჭირვების დროს...ჩვენ სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა" - კვირის პალიტრა

ბოკერია გახარიაზე: "ეს არის კაცი, რომლის კარიერაც ააწყვეს კოვიდის გაჭირვების დროს...ჩვენ სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა"

სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა, უბრალოდ ეს ფიგურა გვახსენებს იმას, რამხელა პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმის, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ჟურნალისტებტან ინტერვიუს.

როგორც ბოკერია განმარტავს, გახარიას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია.

"ვუსმენდით ადამიანს, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ ხალხის ნდობა მიიღოს, ეს ადამიანი დღეს პოზიციას ვერ აფიქსირებს დღევანდელ ხელისუფლებასთან, ივანიშვილის პერსონასთან დაკავშირებით, არ უნდა, ან არ შეუძლია ამ პოზიციის დაფიქსირება, არ გამორიცხავს, იმას, რომ მთავრობის შექმნაში ივანიშვილის რეჟიმს დაეხმარება. პრემიერ-მინისტრი ვიყავიო და პირდაპირ ამბობს, რომ მინისტრის მოხსნა არ შეეძლო. ეს არის კაცი, რომლის კარიერაც ააწყვეს კოვიდის გაჭირვების დროს ჩვენი სახსრების მის პროპაგანდაში ჩასხმაზე და რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვაქცინა არ გვაქვს, ოღონდ, ამ ყველაფერზე არანაირი პოზიცია არ გააჩნია. როგორ უნდა ენდოს მას მოქალაქე? ჩვენ სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა, უბრალოდ ეს ფიგურა ჩვენ გვახსენებს იმას, რამხელა პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმის, სადაც ასეთი კაცი შეიძლება პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო და სადაც დღეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიას შეფასებებს.

"ოცნების“, ივანიშვილის რეჟმის პროპაგანდის ხაზს აგრძელებს უტიფრად და დღესაც კი არ იძახის, რომ არ შეიძლებოდა და უმძიმესი შეცდომა იყო, საერთოდ ქვეყანაში გავრილოვის შემოშვება, რაც მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სრულ აბსურდს გვთავაზობს იმაზე, რომ რიგითმა პოლიციელებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"