თბილისში, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
თბილისში, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდ დიღომში დატბორილია გზები.
უხვი ნალექის გამო მეხანძრე-მაშველები დედაქალაში რამდენიმე ადგილზე მუშაობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინებები შესულია, ყველა საჭირო რესურსი მობილიზებულია და მეხანძრე-მაშველები ოპერატიული რეაგირებას ახდენენ.
"ინტერპრესნიუსი"