"შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის "ოცნება 2" თუ "სხვა რამე 2" - კვირის პალიტრა

"შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის "ოცნება 2" თუ "სხვა რამე 2"

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატრია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ როგორმე "ქართული ოცნება" 43-პროცენტიან ზღვარს დაუახლოვოს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს ამოცანა შესრულებადი არ არის.

"მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და "ქართლი ოცნება" დაუახლოვოს 43 პროცენტს, მაგრამ ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც მისი მხრიდან და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ გიორგი გახარია "ქართული ოცნების" პროექტია, კობახიძე ამბობს: "შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და მიხვდებით, ეს არის "ოცნება 2" თუ "სხვა რამე 2". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი",- აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად გონივრულ ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სამუშაო პროცესში ვერ ჩაერთვებიან.

"ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება. ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაცმოძრაობამ" უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს, მანამდე "ნაცმოძრაობა" ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა",- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ გონივრული ვადის ამოწურვის შესახებ საზოგადოებას სათანადო დროს აცნობებს.