"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ - კდემამოსილი ადამიანები არიან" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ - კდემამოსილი ადამიანები არიან"

"ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოვიდა, მათ ყველაფერი ვაპატიე, კდემამოსილი ადამიანები არიან", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ხვიჩია ელოდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტსაც ხელს მოაწერს.

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ. რას გავწუწავ, პირიქით, ძალიან მოხარული ვართ, მათ მიმართ დიდი მოლოდინით ვართ და გვსურს, კორექტული ურთიერთობა გვქონდეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბევრჯერ თქვა, რომ რაღაც ასე მოხდებაო, მაგრამ ისე არ მოხდა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გააცნობიერებენ, რომ დოკუმენტზეც ხელი უნდა მოაწერონ. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით, 43 პროცენტი, რისთვისაც იბრძვიან, შარლ მიშელის დოკუმენტის მონაპოვარია. როცა პარლამენტში შემოვლენ, თავიანთ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, რომ "ქართულმა ოცნებამ" 43 პროცენტი არ უნდა მიიღოს, ამომრჩეველი იკითხავს - საიდან ეს 43 პროცენტი? "ნაციონალური მოძრაობა" უპასუხებს - შარლ მიშელის დოკუმენტიდან და ამ დროს, როცა ამ დოკუმენტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი, ლოგიკური არ არის და ამას პარტია არ დაუშვებს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მას ვეთანხმები, რადგან თუ ხელშეკრულების მხარე არ ხარ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამბები არ გეხება. მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს მოაწერს და პროცესებში მონაწილეობას მიიღებს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტი კოჭლ დოკუმენტად შეაფასა და აღნიშნა, რომ "როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს მოაწერს, კოჭლი ფეხი გაუმრთელდება".