"დიდი სიხარულით გიზიარებთ, რომ მოვიგე.." - რა კონკურსი მოიგო ირმა გიგანმა?
სახელოვანი ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ავსტრიაში ცხოვრობს და სწავლობს.
როგორც ირმას "ფეისბუქპოსტიდან" ირკვევა, მან BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი მოიგო, მოცარტის სონატის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის.
"სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიდი სიხარულით გიზიარებთ, რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი , I პრემია და ყველა სპეც. პრიზი მოცარტის სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის"- წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.