"ემანდ ფრთხი­ლად, ეგ ია­რა­ღი რომ­ლის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ მთლად იქ არ აღ­მო­გაჩ­ნდეს სა­დაც მო­გე­წო­ნე­ბო­და "მე­უ­ფე" - კვირის პალიტრა

"ემანდ ფრთხი­ლად, ეგ ია­რა­ღი რომ­ლის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ მთლად იქ არ აღ­მო­გაჩ­ნდეს სა­დაც მო­გე­წო­ნე­ბო­და "მე­უ­ფე"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოდბელი ეპისკოპოსს მეუფე იაკობს პასუხობს, სადაც ის ამბობს, რომ "ქართველი კაცი "ნაციონალების" დაბრუნებას არ დაუშვებს".

პოსტს სააკაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ემანდ ფრთხილად, ეგ იარაღი რომლის აღებისკენ მოუწოდებ მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს სადაც მოგეწონებოდა "მეუფე".

იმედია ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას" - წერს სააკაშვილი.

ბოდბელი ეპისკოპოსი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ქართველი კაცი მიშას (სააკაშვილის) დაბრუნებას არ დაუშვებს".

"ეს ორი პარტია რომ არ იყოს, აი "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", ალბათ ჩატარდებოდა უფრო სხვანაირი არჩევნები. აი, შერიგებული ვარიანტი რომ განვიხილოთ, ალბათ ყველა ღირსეული პიროვნება, ყველა პარტიიდან, გარეთ რომ არიან, ყველა მოხვდებოდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა არ მოსწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების დაბრუნებას, მითუმეტეს, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით"- ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი