"ორ­ჯერ ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი, არ­ცერ­თხელ არ გა­გვი­ღეს ჭიშ­კა­რი" - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო? - კვირის პალიტრა

"ორ­ჯერ ვი­ყა­ვით მი­სუ­ლი, არ­ცერ­თხელ არ გა­გვი­ღეს ჭიშ­კა­რი" - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

უფლებადამცევლი ორანიზაციები ნინოწმინიდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ორი რამეს მოითხოვენ :

ა) დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;

ბ) დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

ბოლო პერიოდში, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი "ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი" მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.

ამის წინაპირობა სახალხო დამცველის უახლესი ანგარიში გახდა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაწესებულების ბენეფიციარები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები გამოვლინდა. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ სცადა შესულიყო დაწესებლებაში და პროფესიონალები ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას, თუმცა როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე სპირიდონმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

"ორჯერ ვიყავით მისული, 15 აპრილს და 19 მაისს. არცერთხელ არ გაგვიღეს ჭიშკარი. პირველ ჯერზე განგვიმარტეს, რომ მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის ვიზიტის წინააღმდეგია, ხოლო მეორედ გადმოგვცეს, რომ არ ჰქონდათ კურთხევა შიგნით შევეშვით. მოგეხსენებათ, ეს არის სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება, რომელიც ლიცენზირების პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

პანსიონი ვალდებულია, რომ იქ მყოფი 56 არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების მიხედვით იმუშაოს, და თუ ეს პირობა ირღვევა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა გადახედოს ლიცენზირების საკითხს. ხოლო შემდეგ, წარმოადგინოს გეგმა თუ რას აპირებს 56 ბავშვისთვის ღირსეული გარემოს შესაქმნელად. საუბარია დეინსტიტუტიონალიზაციაზე. საერთოდ, ასეთი დიდი ზომის დაწესებულებაში ცხოვრება იმთავითვე არღვევს ბავშვის უფლებებს, არცერთ დიდი ზომის დაწესებულებაში არ არის ოჯახური გარემო და ბავშვზე სათანადოდ არ ზრუნავენ" - ეუბნება Aმბები.გე-ს ეკა ხილაძე.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში შესვლაზე 15 აპრილს უარი უთხრეს, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს. გააგრძელეთ კითხვა