"არ­ცთუ ისე ბევ­რი ცოლი მყავ­და... სახლებს ვაშენებდი და მერე, ცოლებს ვუტოვებდი" - მიშა გომიაშვილი პირადზე - კვირის პალიტრა

"არ­ცთუ ისე ბევ­რი ცოლი მყავ­და... სახლებს ვაშენებდი და მერე, ცოლებს ვუტოვებდი" - მიშა გომიაშვილი პირადზე

მსახიობი მიშა გომიაშვილი, ტელეკომპიანია "ფორმულას", გადაცემა "ყვითელ ყუთში" პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ოფიციალურად, სამი, ან ოთხი ცოლი ჰყავდა, თორემ არაოფიციალურად ვისთანაც უცხოვრია, შეიძლება ათზე მეტი დაუთვალონ".

"სახლებს ვაშენებდი და მერე გზადაგზა ცოლებს ვუტოვებდი, ჰობი მაქვს ასეთი, ვიღაცა მარკებს აგროვებს, ვიღაცა მანქანებს... მე მიყვარს, სახლები დავუტოვო ცოლებს. სხვათა შორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, ვიცი ხალხი, ვისაც ჩემზე ბევრი ცოლი ჰყავდა. ოთხი ცოლი მყავდა. ყოფილა, ორი-სამი წელი მიცხოვრია ქალთან და ვამბობდი, რომ ის ცოლია. დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თავისუფლად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ამას ქალზე ვერ იტყოდი, ძალიან შეიცვალა დრო... სტატუსი უნდა ყოფლიყო ცოლის, ქალს უფრო უფრთხილდებოდი და მაგიტომ მიწევდა ამის თქმა, თორემ ოფიციალურად ჯვრისწერა და ხელმოწერა მქონდა-ოთხი. მოიცა, არ მახსოვს, ან სამი, ან ოთხი ხელის მოწერა მქონდა.

ყველაზე დიდი ხანი, უკვე მეთერთმეტე წელია, ქეთისთან ვარ, ბოლო გაჩერებაა, მომატეხა ფრთები, რომ ვეღარ ავფრინდე და მეც ამას დიდი სიამოვნებით ვღებულობ", - განაცხადა მსახიობმა.

წამყვანის რეპლიკაზე, "ჯანმრთელობაც აღარ გიწყობს ხელს", გომიაშვილმა უპასუხა: "არა გენაცვალე, ძალიან გთხოვთ, არ გინდათ, გული მქონდა ცუდად, სხვა რამე კი არა... ინფარქტი მქონდა, თორემ მშვენივრად ვგრძნობ თავს".

იხილეთ ვიდეო: