"ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან იდეალური ერთობის შექმნის მიზნით" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან იდეალური ერთობის შექმნის მიზნით"

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან საუკეთესო, იდეალური ერთობის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს.

"მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მასში გაკეთებული პუნქტები იყოს აღსრულებული. მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის, სასამართლო რეფორმას რაც შეეხება აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება ეს არის მნიშვნელოვანი და იგი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს", - განაცხადა პორტმანმა.

"ინტერპრესნიუსი"