"პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­კა­ვე­ბის დროს ხელი მო­ტე­ხეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "სირცხვილია" მაქარაშვილზე? - კვირის პალიტრა

"პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­კა­ვე­ბის დროს ხელი მო­ტე­ხეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს "სირცხვილია" მაქარაშვილზე?

გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილია“ ავრცელებს.

"პოლიციელებმა დაკავების დროს ხელი მოტეხეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს აქცია გავმართეთ პროკურატურასთან, სადაც ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე მიმდინარე სავარაუდო ძალადობას ვაპროტესტებდით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სირცხვილია“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით შსს-სთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, დააკვებულია 7 პირი.

აქციის მონაწილეები, პანსიონატის სასწრაფოდ დახურვას, მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებას და გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

ambebi.ge