"ცემა, ბუქნები მეტანიებით, მუხლებზე დგომა აგურის ნამსხვრევებზე, სუპის თავზე დასხმა" - რა ხდება ნინოწმინდის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატში - კვირის პალიტრა

"ცემა, ბუქნები მეტანიებით, მუხლებზე დგომა აგურის ნამსხვრევებზე, სუპის თავზე დასხმა" - რა ხდება ნინოწმინდის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატში

ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონატის შესახებ, სადაც არც სახალხო დამცველს და არც სოცმუშაკებს არ უშვებდნენ, რამდენიმე კვირის წინ აქტიურად წერდა და გადმოსცემდა მედია (ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი საქართველოში, სადაც სახელმწიფო სოცმუშაკებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ). მაშინ არც სახელმწიფო სტრუქტურების და არც საპატრიარქოს მხრიდან არ ყოფილა მკვეთრი, საზოგადოებისთვის თვალსაჩინო რეაქცია ან პასუხი ამ თემაზე. ახლა კი აღმოჩნდა, რომ პანსიონში მიმდინარე მოვლენებით შსს დაინტერესდა და შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებიც გამოავლინა, რაზეც ძიება დაიწყო.

2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის

4 საქმეზე მიმდინარეობს

შსს ინფორმაციას ავრცელებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

შსს-ს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი.

აქვე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში

არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც აღსაზრდელების მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს უკავშირდება.

2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამჯერად ფაქტს საქართველოს საპატრიარქოდანაც გამოეხმაურნენ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მათთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალები გაასაჯაროოს.

"მეუფე სპირიდონია წინააღმდეგი..." - რატომ ვერ შედის ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონატში და რას ამბობს საპატრიარქო?

დაწესებულების ბენეფიციარები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტების შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთხელ სცადა შესულიყო დაწესებლებაში და პროფესიონალები ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას, თუმცა როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ამბები.გე-სთან საუბარში აცხადებს, პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე სპირიდონმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

"ორჯერ ვიყავით მისული, 15 აპრილს და 19 მაისს. არცერთხელ არ გავიღეს ჭიშკარი. პირველ ჯერზე განგვიმარტეს, რომ მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველის ვიზიტის წინააღმდეგია, ხოლო მეორედ გადმოგვცეს, რომ არ ჰქონდათ კურთხევა შიგნით შევეშვით. მოგეხსენებათ, ეს არის სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულება, რომელიც ლიცენზირების პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

პანსიონი ვალდებულია, რომ იქ მყოფი 56 არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების მიხედვით იმუშაოს, და თუ ეს პირობა ირღვევა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ დაუყონებლივ უნდა გადახედოს ლიცენზირების საკითხს. ხოლო შემდეგ, წარმოადგინოს გეგმა თუ რას აპირებს 56 ბავშვისთვის ღირსეული გარემოს შესაქმნელად. საუბარია დეინსტიტუტიონალიზაციაზე. საერთოდ, ასეთი დიდი ზომის დაწესებულებაში ცხოვრება იმთავითვე არღვევს ბავშვის უფლებებს, არცერთ დიდი ზომის დაწესებულებაში არ არის ოჯახური გარემო და ბავშვზე სათანადოდ არ ზრუნავენ", - ეუბნება Aმბები.გე-ს ეკა ხილაძე.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატს პანსიონში შესვლაზე 15 აპრილს უარი უთხრეს, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს. უწყებამ 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. საერთაშორისო ორგანიზაციის დავალების მიუხედავად, პანსიონის კარი კვლავ დაკეტილი რჩება უფლებადამცველებისთვის.

დღეს... გააგრძელეთ კითხვა