როგორ შეიცვალა ახალი ქართველი მილიარდერის ქონება „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში გამოჩენის შემდეგ - კვირის პალიტრა

როგორ შეიცვალა ახალი ქართველი მილიარდერის ქონება „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში გამოჩენის შემდეგ

მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილში კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში მოხვდა, მისი ქონება გაიზარდა.

აპრილში ყაზახური ფინტექ პლატფორმის "კასპის" დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. დღეის მონაცემებით კი, ის რეიტინგში 711-ე პოზიციაზეა და ქონება 4.3 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისთვის, "ფორბსის" მილიარდერთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილი გვხვდება, რომლის ქონებაც ამ დროისთვის, 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, მისი კომპანია, "კასპი" ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ოქტომბერში "კასპიმ" ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა. გააგრძელეთ კითხვა