კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა - კვირის პალიტრა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი შეიქმნა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ახალი პორტალი https://datacov.moh.gov.ge/ შეიქმნა.

როგორც "ინტერპრენიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პორტალის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ინფიცირებულთა რაოდენობის, თავისუფალი საწოლების, დადებითობის მაჩვენებლის, კლინიკური სასტუმროების, აქტიური შემთხვევების, ქვეყანაში ჩატარებული ტესტირებებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობის შესახებ მიიღონ.

https://datacov.moh.gov.ge/-ზე ასევე შესაძლებელია პაციენტების სტატუსისა და შემთხვევების მკურნალობის ფორმის მიხედვით ნახვა. ასევე, რამდენი ადამიანი გადის მკურნალობას ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში და ოჯახის ექიმთან.

პორტალზე განთავსებულ Covid-19-ის რუკაზე ასახულია რეგიონებში გავრცელების მაჩვენებელიც. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი პორტალი ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს.სტატისტიკური მონაცემები ყოველ 24 საათში განახლდება.