"დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა "- ნოდიკო ტატიშვილის ემოციური პოსტი ლევან რატიანზე - კვირის პალიტრა

"დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა "- ნოდიკო ტატიშვილის ემოციური პოსტი ლევან რატიანზე

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ექიმ ლევან რატიანს მადლობას უხდის მშობლების გადარჩენისთვის.

"არც ვიცი ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს. დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს!

რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა!

ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით,

რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!

ლევან, მიყვარხარ!

მადლობა ჩემი მშობლების გადარჩენისთვის და მადლობა ყველაფრისთვის

P.S მაია და კოკო დღეს გამოეწერნენ სახლში", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

წყარო