"მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს" - რას ამბობს ევროკავშირის ელჩი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს" - რას ამბობს ევროკავშირის ელჩი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ბავშვს აქვს უფლება არ იყოს შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლი.

"სახელმწიფოს როლია, რომ დაიცვას ეს გარანტია და ეს არის ის, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა უნდა ელოდოს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობის საკითხი ჩვენი ყურადღების ცენტრში დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნეა. ევროკავშირი მთავრობასთან, იუნისეფთან და სხვებთან ამ მიზნის მისაღწევად 2005 წლიდან მუშაობს. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, დროა თუ არა გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით. მინდა შევახსენო ყველას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვთა უფლებების კოდექსი მთავრობას ავალდებულებს, რომ წარადგინოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რასაც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მხარს დაუჭერენ. ბოლოს, აბსოლუტურად

ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს,"- განაცხადა ელჩმა.

"ინტერპრესნიუსი"