"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოცმუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება" - კვირის პალიტრა

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოცმუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება"

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ელენე მარტაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ, შეაფასებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება.

როგორც მარტაშვილმა პანსიონში გამართული გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ბავშვთა უფლებები დაცული იყოს.

"ჩვენ ვართ ადგილზე, ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე დასკვნის გაკეთება, ან რაიმე აზრის გამოთქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია. ვრჩებით ადგილზე. გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა, უფრო ბევრი სპეციალისტია ადგილზე. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდეგ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რაც მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვისთვის.

სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესი იქნეს დაცული",- განაცხადა ელენე მარტაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"