პუტინი: "ანგელა მერკელი საიმედო, სტაბილური პარტნიორია" - კვირის პალიტრა

პუტინი: "ანგელა მერკელი საიმედო, სტაბილური პარტნიორია"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საიმედო და სტაბილურ პარტნიორს უწოდებს. მან ამის შესახებ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა, რა დროსაც მას ჰკითხეს, მოენატრება თუ არა მერკელი.

" მე ძალიან ვაფასებ მას, ის ძალზედ გამოცდილი პოლიტიკოსია, პირდაპირი ადამიანია, საიმედო. თუ რამეზე შევთანხმდით, ეს ჩემთვის საოცარია, მაგრამ სიმართლეა, რომ ის თანმიმდევრულია, რომელმაც იცის როგორ დაიცვას თავისი პოზიცია. ჩვენ ამას ვგრძნობთ საკუთარ თავზე, ვგრძნობთ ჩვენს ერთობლივ საქმეებში. შეიძლება რაღაც მოგვწონს, შეიძლება რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ის საიმედო, სტაბილური პარტნიორია", - მიუგო პუტინმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მომავალ ხელისუფლებასაც ასეთივე მუშაობის პრინციპები ექნება.

"ძალიან მინდა, რომ სტაბილურობა და საიმედოობა იყოს გერმანიის მომავალი მთავრობის საქმიანობაში. ამავდროულად, ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენს მიერ ნახსენები წინააღმდეგობები ნულამდე შემცირდეს. გერმანია რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოში და ევროპაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მუდმივად გაუმჯობესდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"