"აიკრძალოს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი კუბოებით დაშინება"..- ნატო დუმბაძე ხელისუფლებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"აიკრძალოს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი კუბოებით დაშინება"..- ნატო დუმბაძე ხელისუფლებას მიმართავს

მუსიკალური პროდიუსერი ნატო დუმბაძე ქვეანაში არსებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს:

მოკლედ, ეს პოსტი ეხება ხელისუფლებასაც, ეპიდემიოლოგებსაც, ტელევიზიებსაც და ყველა იმათ, ვინც პანიკას თესავს! გასაგებია რომ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, გასაგები არის პანდემია და ყველამ უნდა გაითავისოს რომ დაიცვან რეგულიაციები ან აიცრან, თუმცა წელიწად ნახევრის განმავლობაში ხალხის დაშინებამ გამოიწვია ადამიანებში შიში, პანიკა და ეხლა უკვე პანიკურ შეტევებამდე მივიდნენ !

არ არის ადვილი ადამიანისთვის ასე უცებ გადასვლა ჩაკეტილ მდგომარეობაში, გარიყულად ყოფნა, მხოლოდ ტელევიზიის ამარა დარჩენილებს კი დღეში ცხრაჯერ ესმოდეთ გარდაცვლილების რაოდენობის თვლა, სიკვდილით დაშინება, შემდეგ ამის ტირაჟირება, ეს ხომ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორია და მძიმედ აისახება მომავალში! მანიპულირება ადამიანის ფსიქიკაზე მარტივია, თუმცა დანაშაულის ტოლფასია ! ამიტომაც დღეს მივიღეთ ის შედეგი, რომ ყველა მეორე განიცდის პანიკურ შეტევებს, უიმედობას, სიკვდილის შიშ !

ვთხოვ ხელისუფლებას იზრუნონ ადამიანებზე! დაიბარონ ეს ეპიდემიოლოგები, ფსიქოლოგები და მოიფიქრონ ფორმა, თუ როგორ ფრთხილად უნდა მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია, რომ მართლა მასიურ ფსიქოზამდე არ მივიდეს ერი!

აიკრძალოს ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი კუბოებით დაშინება და ზოგადად დაშინება, მუქარა!

დაშინება არ არის კრიზისის მართვა! ერთს აკეთებდე და მეორეს სამუდამოდ აფუჭებდე, ეს დანაშაულია და არა მართვა!

პანდემია გაივლის და ვინ იზრუნებს შემდგომ ამ ხალხზე? - ეს არანაკლები დაავადებაა!

აიღეთ სხვა ქვეყნების მაგალითი, დასვით დამკვირვებლები თუ რა ხდება და როგორ მიდის ადამიანის ფსიქიკის მოფრთხილება სხვა ქვეყნებში თუნდაც ასეთი ბიოლოგიური ომის დროს!

უამრავი ხალხი მწერს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს ,კოვიდის შიშით გამოწვეული პანიკური "ატაკები", რაც როგორც თვითონ ამბობენ არასოდეს ჰქონიათ! და ვის მიუძღვის ამაში დიდი წვლილი ?ვის და ეპიდემიოლიგების მხრიდან დაშინებას და მათი გაუაზრებელი განცხადებების სმენას!

ტელევიზიებმაც არა ნაკლებ უნდა იფიქრონ, რომ ასეთი განცხადებები აზიანებს ადამიანს და ხშირად არ უნდა გვესმოდეს ეკრანიდან !

ერთადერთი ადამიანია ექიმი ლევან რატიანი რომელიც მთელი ამ პანდემიის განმავლობაში ერიდებოდა დაშინებას, დაპანიკებას , მუქარას და ისტერიულ კომენტარებს! მისი ყველა კომენტარი იყო დამამშვიდებელი და იმედის მომცემი!

ამიტომაც სჯერათ და უყვართ ბატონი ლევანი!"- წერს ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში.

წყარო