რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარია

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ ავტობაზრობაზე, ხანძარია.

ცეცხლი ბაზრობაზე არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტში გაჩნდა და იქვე მდგარ ავტომანქანებზეც გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ინტერპრესნიუსი"