პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ - ვისი სახელი დაარქვეს ახალშობილს?
დიდი ბრიტანეთის პრინცს, ჰარის და მის მეუღლეს, მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ წყვილმა განაცხადა.
გოგონა პარასკევს, 11:40 საათზე, კალიფორნიის სანტა ბარბარას საავადმყოფოში დაიბადა.
"დედა და შვილი ჯანმრთელები არიან და კარგად გრძნობენ თავს",- ნათქვამია წყვილის განცხადებაში
წყვილისთვის ეს მეორე შვილია.
გოგონას ლილიბეტ დაიანა ჰქვია. მისი სრული სახელი და გვარი კი ასე ჟღერს - ლილიბეტ ლილი დაიანა მაუნტმატე-უინძორი.