"ივანიშვილმა, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში"

"ივანიშვილმა, სჯობს, ახლავე გვითხრას, კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში", - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი პარტიიდან წასული ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებით არის მუდმივად დაკავებული.

"სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დაანონსოს და გვითხრას, კიდევ ვინ უღალატებს მას, რადგან ამ წლების განმავლობაში დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ პოსტფაქტუმ, როცა ვინმე მისი გავლენის თუ მასთან თანამშრომლიბის სფეროდან გადის, მერე უწოდებს მას მოღალატეს და რას არ უწოდებს. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახლავე გვითხრას კიდევ ვინ არის ის ხალხი, ვისაც მოღალატეებად გამოაცხადებს მომავალში", - განაცხადა უსუფაშვილმა.