"ქართული ოცნება" ცდილობს "ნაციონალებზე" უფრო "ნაციონალებად" აქციოს გახარია და მისი პარტია" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ცდილობს "ნაციონალებზე" უფრო "ნაციონალებად" აქციოს გახარია და მისი პარტია"

"ქართული ოცნება" ცდილობს "ნაციონალებზე" უფრო "ნაციონალებად" აქციოს გახარია და მისი პარტია",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" ერთ - ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ გიორგი გახარიამ მათი მხარდამჭერების ხმები არ წაიღოს.

"ახსნის ყველაზე მარტივი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, ეს არის, რომ გიორგი გახარიას "ქართულმა ოცნებამ" არ გააყოლოს არც ერთი მხარდამჭერი და "ნაციონალებზე" უფრო "ნაციონალებად" აქციონ გიორგი გახარია,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.