სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ

სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

მოქალაქეებთან ერთად აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან. აქციაზე ასევე იმყოფება „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ამ დროისთვის 20-მა ბენეფიციარმა დატოვა, მათ შორის შვიდი შშმ პირია. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"